მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
როგორც უსუფაშვილი ამბობს, ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ გადაწყვეტილების ურყეობისა, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჰქვია.
"ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის შეკრება საქართველოში შედგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ვემზადებით ამ ღონისძიებისათვის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი საქართველო-ნატო-ს საწვრთნელი ცენტის გახნის დეტალებსაც შეეხო.
"შევთანხმდით, რომ საქართველო მოიქცევა და იქცევა ისე, როგორც ნატოს წევრის ქვეყანა მოიქცეოდა ნატო-სთან ურთიერთობაში. ეს არის ჩვენთვის აუცილებელი, რადგან ჩვენი უსაფრთხოება და ქვეყნის დაცვა შემდგომი უბედურებისგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






