ვაშინგტონი საქართველოში პროქართულ ძალას ებრძვის - ბურჯანაძე
პოლიტიკა - 15:51, 25 Mar, 2015     1301
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოში პროქართულ ძალას ებრძვის.

ბურჯანაძის თქმით, მაშინ, როდესაც "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" რეიტინგი იმატებს, ამერიკელები იწყებენ მცდელობას ხალხი შეაგუონ იმ აზრს, რომ პროამერიკულ ძალებს საქართველოში მხარდაჭერა აქვთ.

"საქართველოში აღარავის არ უკვირს ვაშინგტონში დაწერილი რიცხვები. ძალიან კარგად ვიცით, რომ როგორც კი ჩვენი პარტიისა და პირადად ჩემი რეიტინგი იწყებს მატებას, ამერიკელები მაშინვე იწყებენ ძალიან აქტიურ მოქმედებას იმისათვის, რომ მოსახლეობა შეაგუონ აზრს, თითქოს საქართველოში პროამერიკულ ძალებს აქვთ მხარდაჭერა. ჩვენ კი, რომელსაც გვთვლიან პროქართულ ძალად, თითქოსდა მოსახლეობის მხარდაჭერა არ გვაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ვაშინგტონი ამ გზით ცდილობს პროქართულ ძალასთან ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ მოსახლეობა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და სწორ დასკვნებს გამოიტანს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ IRI-იმ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 36% მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერს, 14 % - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" მხარდამჭერია, 10 % უჭერს მხარს - "თავისუფალ დემოკრატებს", 6 % -ლეიბორისტულ პარტიას ემხრობა, ხოლო 5 -5 % აქვს ბურჯანაძის „გაერთიანებულ დემოკრატებს“ და ირმა ინაშვილის „პატრიოატთა ალიანსს“.


ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42