სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე მყოფმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2006 წელს სამედიცინო უნივერსიტეტისთვის რამდენიმე კლინიკის ჩამორთმევა წინა ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის დიდი დანაშაული იყო. პრემიერმა კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალება ექნებათ.
"ეს არის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც საქართველოში არ არსებობდა. 2006 წელს სამედიცინო უნივერსიტეტს რამდენიმე კლინიკა ჩამოართვეს, ეს იყო დიდი დანაშაული წინა ხელისუფლების და პირადად მიხეილ სააკაშვილის.
პროექტი ამ ეტაპზე დაჯდა 20 მილიონი. საბოლოო ჯამში დაჯდება 25 მილიონი, საიდანაც 5 მილიონი ჩვენ ბიუჯეტიდან უკვე გამოვყავით. კლინიკაში დასაქმდება 600 ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ სტუდენტებს, რეზიდენტებს მიეცემათ საშუალება, თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოემსახურება დაახლოებით 6 000 ქართველ სტუდენტს და 2 000 უცხოელ სტუდენტს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კლინიკის გახსნას ცერემონიას პრემიერთან ერთად ესწრებოდნენ დავით სერგეენკო, თამარ სანიკიძე, გიორგი კვირიკაშვილი ნოდარ ხადური და დავით ნარმანია.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






