ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს IRI-ს კვლევასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება უჭირს. მისი თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
"პირველი მიზეზი არის ის, რომ კვლევების ჩატარების სპეციალისტი არ ვარ. თუმცა ვიცი, რომ კვლევის ჩატარება სპეციფიურია და კითხვის ფორმულირებამაც შეიძლება შედეგების პარამეტრები მნიშვნელოვნად შეცვალოს. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ კვლევა არ მინახავს. მისი მოკლე ვერსია გავრცელდა მხოლოდ მედიაში“- განაცხადა სერგეენკომ.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული პოლიტიკური კვლევების შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასეთია:
გამოკითხულთა 36% მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერს, 14 % - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" მხარდამჭერია, 10 % უჭერს მხარს - "თავისუფალ დემოკრატებს", 6 % -ლეიბორისტულ პარტიას ემხრობა, ხოლო 5 -5 % აქვს ბურჯანაძის „გაერთიანებულ დემოკრატებს“ და ირმა ინაშვილის „პატრიოატთა ალიანსს“.
მასალის გამოყენების პირობები






