ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
პოლიტიკა - 14:19, 25 Mar, 2015     3869

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ყოფილი პრემიერისგან, ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

როგორც ია კიწმაიშვილმა განაცხადა, იგი ამ დრომდე განცხადების გაკეთებისგან თავს გააზრებულად ინარჩუნებდა.

მისი თქმით, საქმის გამოძიება ჯერ არ არის დასრულებული და ნებისმიერი სახის საჯარო განცხადება შესაძლოა აღქმული ყოფილიყო, როგორც პოლიტიკური ხასიათის და მან ზეგავლენა მოახდინოს გამოძიების პროცესზე.

„ჩვენ, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, მივიჩნევთ, რომ ისეთი გავლენიანი პირის განცხადება, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, აღიქმება როგორც ზეწოლა მიმდინარე გამოძიებასა და სასამართლო დავებზე. მიგვაჩნია, რომ ივანიშვილის შეფასება სიმართლეს არ შეესაბამევა და ღისრების შემლახველ ხასიათს ატარებს და არღვევს ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ ნორმას გარდაცვლილი ადამიანის აუგად არმოხსენიების შესახებ. მიუღებელია სხვა ადამიანის მიღწევების დაკნინება, მითუმეტეს ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშია აღიარებული ეროსი კიწმარიშვილის უდიდესი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შექმნის საქმეში. სწორედ ეროსი კიწმარიშვილის სახელს უკავშირდება „რუსთავი 2“-ის და „მაესტროს“, როგორც დამოუკედებელი და ობიექტური მედიასაშუალებების ჩამოყალიბება. მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ოჯახზე, ეროსის სახელის და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა. ამიტომ ა ვითხოვთ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას“, - აღნიშნა ია კიწმარიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ მართული იყო.

„ ეროსი კიწმარიშვილი ჩემი მოსვლის შემდეგ ძლივს გავიდა „მაესტროდან“ და სადაც ეროსი კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ილაპარაკო ობიეტურობაზე“, - აღნიშნა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42