დასავლური არჩევანი არის ხალხის რეაქცია ხელისუფლების წარმომადგენელთა მესიჯზე - ფანჯიკიძე
პოლიტიკა - 14:08, 25 Mar, 2015     1448

„თავისუფალი დემოკრატების“ საგარეო ურთიერთობის მდივნის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, IRI-ს კვლევებმა აჩვენა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ სერიოზული ძალაა და მისი რეიტინგი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთანავე ფანჯიკიძის თქმით ნათლად გამოჩნდა, რომ მოსახლეობა მთავრობის მუშაობა არ მოწონს.

IRI-ს კვლევის შედეგები ფანჯიკიძემ "ნიუპოსტთან" შეაფასა.

„ამ კვლევის შედეგად გამოიკვეთა, ის რომ მოსახლეობა მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა. საქართველოს მოქალაქეებს ადარდებს უმუშევრობა, ეკონომიკური და ფინანსური ვითარების გაუარესება. გამოჩნდა ის, რომ საგრძნობლად არის დაკლებული ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას ხალხთან მეტი კონტაქტი სჭირდება.“- აღნიშნა ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, ამ კვლევებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტებს საგარეო კურსთან დაკავშირებით:

„კვლევის შედეგების მიხედვით ცხადი გახდა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ისევ პრიორიტეტია. ალბათ ეს არის რეაქცია იმაზე, რომ ამ პრიორიტეტის საწინააღმდეგო მესიჯები გაჟღერდა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლების მხრიდან.“- აცხადებს საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი.

მაია ფანჯიკიძის შეფასებით გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, თუ რამდენად ანგარიშგასაწევი ძალაა „თავისუფალი დემოკრატები“ და მისი ლიდერი. ფანჯიკიძის პროგნოზით პარტიის რეიტინგის მაჩვენებელი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება

„გამოიკვეთა ის რომ „თავისუფალი დემოკრატები“ არის სერიოზული ძალა და მას აქვს ზრდის პოტენციალი. მისი ლიდერი არის ძალიან პოპულარულია და ეს არის კარგი წინაპირობა იმისთვის, რომ მომავალში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.“- აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42