ექსპერტი ამბობს, რომ ლარის კურსის ვარდნა, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გამოწვეული რეგიონში შექმნილი მდგომარეობით, ,,ყველგან დაიწია ვალუტის კურსმა დოლართან მიმართებაში, მაგრამ ასე არა. ცუდია, რომ საქართველოში კურსის ასეთი მკვეთრი ვარდნა მოხდა, რამაც ქვეყანაში სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალი ლარში აღირიცხებოდა და კრედიტები დოლარში ჰქონდათ აღებული, და თავისთავად, ყველა ის ადამიანი, ვისაც ბანკთან ჰქონდა ურთიერთობა და ჰქონდა სესხი, მიუხედავად იმისა ეს ბიზნესისთვის სჭირდებოდა, სამომხმარებლოს სესხი იყო თუ იპოთეკური, რა თქმა უნდა, ყველა დაზარალდა“ - აცხადებს გოგოლაშვილი.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დიდად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხულ თანხებზე, რომლებსაც რიცხავენ სხვადასხვა ქვეყბენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, თუმცა მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რაში იხარჯება შემოსული ფული. ,,ეს თანხები იგზავნება საქათველოში მცხოვრები ნათესავების მხარდასაჭერად, რაში მოიხმარება ეს არის მნიშვნელოვანი, რომ რა თქმა უნდა ეს განვითარების ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის დამახასიათებელია, მაგრამ რაში იხარჯება ის ფული, თითქოს რომელიც შემოდის საქართველოში? ის ისევ იხარჯება უცხოური ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციის შეძენაზე, ჩვენი ქვეყნის უბედურება არის ის, რომ ექსპორტი არის ძალიან დაბალი“ - აცხადებს ექსპერტი.
კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ექსპორტის თვალსაზრისით არ შეიძლება მიღწევად ჩაითვალოს, მანქანების რეექსსპორტი, ასევე თხილი, მადანი, ჯართი და ა.შ.
,,შეიძლება ითქვას, რომ ექსპორტი საქართველოში პრაქტიკულად არ გვაქვს. ქვეყანაში იმპორტი სამჯერ მეტია ვიდრე ექსპორტი: 8 მილიარდია იმპორტი და 2.5 მილიარდია ექსპორტი, სამჯერ ჭარბობს იმპორტი ექსპორტზე, რაც ძაბავს ჩვენს საგადასახადო ბალანსს და გავლენას ახდენს ეროვნული ვალლუტის კურსზე. ეს არის ძალიან ცუდი. უცხოეში წასული ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც გამომუშავებული თანხის ნაწილს უგზავნიან ნათესავებს და ეს ნათესავები ამ თანხას ხარჯავენ ისევ უცხო ქვეყნებში გამომუშავებული პროდუქციის ყიდვაზე, პრაქტიკულად ეს არ არის ქვეყნის წინსვლისთვის შემოსული ფული და ჩვენ ჩართული ვართ ამ წრეში, თვაისთავად ეს არის ცუდი სიტუაცია, საიდანაც უნდა გამოვიდეთ და განვავითაროთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, ამას ვერ შეძლებენ მარტო ბიზნესმენები, თუ სახელმწიფო არ იქნება მობილიზებული ამ ამოცანის შესასრულებლად“ - აცხადებს კახა გოგოლაშვილი, რომელიც ქვეყნის განვითარების მთავარ პირობად ინვესტიციების გაზრდას ასახელებს. ექსპერტი ამბობს, რომ საქართველომ ვერ შეძლო ცუხოელი ინვესტორების დაინტერესება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებით.
,,ქვეყანაში შეიძლება შეინიშნება ინვესტიციების ზრდა, მაგრამ არ არის მკვეთრად გამოხატული, ჩვენ გვჭირდება სამჯერ მეტი ინვესტიცია, ჩვენ გვჭირდება არა ერთი არამედ 2-3 მილიარდის ინვესტიცია ყოველწლიურად, რომ გვქონდეს ეკონომიკური რდა, რა თქმა უნდა უცხოურ ინვესტიციებს ვგულისხმობ“ - აღნიშნავს გოგოლაშვილი.
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ წინასაარევნოდ გაცემულ შეუსრულებელ დაპირებებს, ექსპერტი ამომრჩეველს შეახსენებს, რომ ისინი არასოდეს არ უნდა ელოდნენ პოლიტიკოსების მიერ გაცემული ყველა დაპირების შესრულებას.
,,რაც შეეხება დაპირებებს, რომელიც ეხებოდა ეკონომიკურ ზრდას, მეორე წელს მესამე წელს და ასე შემდეგ, რა იყო განსაზღრული, რას ეფუძვნებოდა ეს დაპირებები, პრინციპში, რატომ უნდა ვყოფილიყავით დარწმუნებული ამ სიტყვების ობიექტურობაში, ამის მტკიცებულება არ არსებობს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს დაპირებები არ შესრულდა“ - აცხადებს გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული საერთო ტენდენციებზე, კერძოდ კი იზრდება თუ არა მსოფლიო ეკონომიკა, იზრდება თუ არა ეკონომიკა რეგიონში, არის თუ არა სტაბილურბა რეგიონში, ,,საქართველო მდებარეობის გამო ამ ყველაფერზე ძალიან არის დამოკიდებული, ჩვენ უნდა გქვქონდეს ძალიან მკაფიო სტრატეგია შემუშავებული რისკებზე, რომელიც საგარეო და სშინაო რისკებისგან ქვეყანას მაქსიმალურად დაიცავს“ - ამბობს გოგოლაშვილი და დასძენს, რომ პრაქტიკულად არ არსებობს არავითარი სრატეგია შემუშავებული. ,,არსებობს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, ეს უფრო ზოგადი მოსაზრებებია, მწყობრი სტრატეგია ეკონომიკის განვითარების ქვეყანას არ აქვს, ასევე არ აქვს ხედვა და კონცეფცია თუ რა ფაქტორებს უნდა დაეყრდნოს ეკონომიკური ზრდა საქართველოში. დღეს ჩვენ არ ვართ დაცული საგარეო შოკებისაგან და გაუმჯებესებულია შესაძლოა შიდა სიტუაცია, რომ იგივე მთავრობისა და ბიზნესის ურთიერთობები, შეიძლება ითქვას, რომ შიშები, რომელიც არსებობდა წინა ხელისუფლების პერიოდში, რომ ხორციელდებოდა ბიზნესზე ზეწოლა თითქოს მოხსნილია, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ სერიოზულ ინვესტიციებს სახელმწიფოს მხრიდან, გარდა რამდენიმესი, მაგალითად ის, რომ საგაზაფხულოდ სოფლის მეურნეობის სექტორს ეხმარება სახელმწიფო გარჯკვეული სუბსიდიებით, ასევე ყურძნის ჩააბარებაში მონაწილეობა და მესამე ეს არის შესაძლებლობა ექსპორტის რუსეთში, რომელიც გახსნა მთავრობამ და კიდევ არის რადნიმე სხვადასხვა მიმართულება, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ა რ არის სამარისი, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური ზრდა. საჭიროა იგივე შრომის ბაზრის განვითარება უფრო ინტენსიურად, რეალურად ამდენი უმუშევარია ქვეყანაში და ამ დროს ქეყანაში საქმდებიან უცხო ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები“ - აცხადებს ექსპერტი.
უნდა ველოდოთ თუ არა მოსახლეობის ფართო პროტეტს, რაც შესაძალოა განპირობებული იყო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ტენდენცია, რომ მოხდეს ამბოხი ეკონომიკური მდგომარეობის გამო და ხალხმა მოითხოვოს მთავრობის გადადგომა არ ჩანს. ,,თუ ლარის კურსის ვარდნა არ გაგრძედლდება, ამას არ მოყვება ინფლაცია და მთავრობა შეძლებს სოცილაური პროექტების შენარჩუნებას, რომელიც მას აქვს, მაშინ არ მგონია, რომ დადგეს ეს საკითხი“ - აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, მთავრობის გადადგომის შესახებ პოლიტიკური ოპოზიციის მოთხოვნას, ვერ ექნება სერიოზული მხარდაჭერა, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობას ისინი სერიოზულ ალეტრანტივას ვერ სთავაზობენ, რაც, გოგოლაშვილის თქმით, ეკონომიკური მდგომარეობას გამოასწორებს.
,,ოპოზიციურ ძალები საუბრობნ მთავრობის გადაყენებაზე, მაგრამ მათ არ უჩვენებიათ მოსახლეობისთვის, თუ მთავრობა გადადგება რატომ იქნება ახალი მთავრობა უკეთესი. მიუხედავად ამისა თუ გაუარესდა სოციალური ფონი და ვითარება, ამას შეიძლება მართლაც მოჰყვეს გაუცნობიერებელი აფეთქება მოსახლეობის მხრიდან. მაგრამ ვფიქრობ ჯერჯერობით მოვლენების ასეთი განვითარების საფუძველი არ არსებობს“ - აცხადებს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






