უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ რეალური კვლევა არის არჩევნები.
ამის შესახებ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,
"ყველა კვლევას თავისი კოეფიციენტი აქვს. რაც იქ წერია, ის შედეგი არჩევნებზე არ დაფიქსირდება. ნამდვილი კვლევა არჩევნებია, მაგრამ ტენდენციებს კვლევა აჩვენებს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული პოლიტიკური კვლევების შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასეთია:
გამოკითხულთა 36% მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერს, 14 % - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" მხარდამჭერია, 10 % უჭერს მხარს - "თავისუფალ დემოკრატებს", 6 % -ლეიბორისტულ პარტიას ემხრობა, ხოლო 5 -5 % აქვს ბურჯანაძის „გაერთიანებულ დემოკრატებს“ და ირმა ინაშვილის „პატრიოატთა ალიანსს“.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






