საზოგადოება ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის მოლოდინშია - ჭიაბერაშვილი IRI-ის კვლევის შესახებ
პოლიტიკა - 12:29, 25 Mar, 2015     1597

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ სურათი ლოგიკურია.

როგორც ჭიაბერაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მმართველი კოალიცია კარგავს რეიტინგს, რაც ოპოზიციური ძალების მოძლიერებას იწვევს.

ის „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, რაც მისი თქმით, კვლევებშიც აისახა.

„ზოგადი ტენდენცია „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან სავალალოა, რადგან 55% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ეს ძალიან ცუდი შედეგია და თუ ჩავხედავთ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც არის მთავრობის კომპეტენცია, მისი უნარი, რომ გამოასწოროს ეკონომიკური სიტუაცია და თავიდან აიცილოს ლარის გაუფასურება, აქ საზოგადოების განწყობა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ ძალიან სკეპტიკურია. ამით აიხსენება „ქართულ ოცნების“ რეიტინგის კატასტროფული ვარდნა. ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება წამყვან ოპოზიციურ ძალად, თუმცა გამოჩდნენ ასპარეზზე სხვებიც და ამ თვალსაზრისით ორი მნიშვნელოვანი ასპექტია. ერთი, ის რომ „თავისუფალი დემოკრატები „ქართულ ოცნებას“ გამოეყვნენ და იკავებენ მესამე ადგილს. ამას პოზიტიურად ვაფასებ იმ გაგებით, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ გაცხადებული აქვთ პროდასავლური კურსის მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთა შალვა ნათელაშვილი, რაც მანამდე რეიტინგებში ამ მაჩვენებლით არ ჩანდა. სურათი ლოგიკურია. ივანიშვილი კარგავს რეიტინგს, რაც ოპოზიციური ძალების მოძლიერებას იწვევს. ასევე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ წამყვან ოპოზიციურ ძალად ვრჩებით ჩვენ“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ნარჩუნდება მხარდამჭერა ნატოსა და ევროკავშირის მიმართ.

„ეს პოზიტიური მოვლენაა. ნათელია, რომ საზოგადოება ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის მოლოდინშია. პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ გაფლანგა ნდობის კრედიტი, რაც 1 ოქტომრბის არჩევნებში მიიღო“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკური ლიდერების რეიტინგებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს არის სიმპათია-ანტიპათიის გაზომვა.

„მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევნებში მხარდაჭერა მიიღო ბიძინა ივანიშვილის ხათრით. ის სიმპათია-ანტიპათიის რეიტინგში სიმპათიურად გამოიყურება, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ თუ ვკითხავთ საზოგადოებას, ანდობს თუ არა თავის ბედს მარგველაშვილს, მას დაბალი რეიტინგი ექნება, რადგან საზოგადოება მასში ვერანაირ ფუნქციას ვერ ხედავს. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის როლის დაკნინებაში დიდი როლი ითამაშა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ის საგანგაშო ფაქტორად აფასებს საზოგადოების მხრიდან პოლიციის მიმართ ნდობის ვარდნას.

„საგანგაშო ფაქტორი მგონია პოლიციისადმი ნდობის შემცირება, რაც ერთის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ მომძლავრებულ კრიმინალს საზოგადოება შეშფოეთებით უყურებს და მეორე, არადამაჯერებელი აღმოჩნდა ღარიბაშვილის და ივანიშვილის საუბარი იმაზე, რომ პოლიციის დეპოლიტიზირება ხდება. პოლიცია დეპოლიტიზირებული იყო ჩვენ დროს და ეხლა ხდება მისი პოლიტიზაცია“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული პოლიტიკური კვლევების შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასეთია:

გამოკითხულთა 36% მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერს, 14 % - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" მხარდამჭერია, 10 % უჭერს მხარს - "თავისუფალ დემოკრატებს", 6 % -ლეიბორისტულ პარტიას ემხრობა, ხოლო 5 -5 % აქვს ბურჯანაძის „გაერთიანებულ დემოკრატებს“ და ირმა ინაშვილის „პატრიოატთა ალიანსს“.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42