უმრავლესობის წევრი ირაკლი ალასანია IRI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობა და ამბობს, რომ კვლევა რეალობას არ ასახავს.
ამის შესახებ სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"არასდროს არც IRI-ის და არც NDI-ის კვლევაზე კომენტარი არ გამიკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციებს დიდ პატივს ვცემ, კვლევების შემსრულებელი ორგანიზაციების მიმართ გარკვეული პრეტენზიები გვაქვს. ამის მიზეზი მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები თუ შეხედულებებია. ეს კვლევა რეალობას არ ასახავს", - განაცხადა სესიაშვილმა.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული პოლიტიკური კვლევების შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასეთია:
გამოკითხულთა 36% მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერს, 14 % - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" მხარდამჭერია, 10 % უჭერს მხარს - "თავისუფალ დემოკრატებს", 6 % -ლეიბორისტულ პარტიას ემხრობა, ხოლო 5 -5 % აქვს ბურჯანაძის „გაერთიანებულ დემოკრატებს“ და ირმა ინაშვილის „პატრიოატთა ალიანსს“.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






