"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე IRI-ის კვლევების შედეგებით კმაყოფილია.
ამის შესახებ ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში, რომელიც მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
"ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებული კვლევის შედეგად ჩვენს პარტიას 1 %-ზე ოდნავ მეტი ჰქონდა რეიტინგი. შედეგი ყველასათვის ცნობილია, რომ ათჯერ მეტი ავიღეთ. ახლა, როგორც მოგეხსენებათ 5%-იანი რეიტინგი გამოცხადდა, ასე რომ ჩვენს მხარდამჭერებს შეგვიძლია მივულოცოთ წინასწარ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული პოლიტიკური კვლევების შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასეთია:
გამოკითხულთა 36% მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერს, 14 % - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" მხარდამჭერია, 10 % უჭერს მხარს - "თავისუფალ დემოკრატებს", 6 % -ლეიბორისტულ პარტიას ემხრობა, ხოლო 5 -5 % აქვს ბურჯანაძის „გაერთიანებულ დემოკრატებს“ და ირმა ინაშვილის „პატრიოატთა ალიანსს“.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






