საგანგებო თათბირზე გადაწყდა, რომ აღინიშნება არძიმბას დაბადების დღისადმი მიძღვნილი დღეები. გადაწყვეტილია, რომ საიუბილოედ არძინბას ძეგლი დაუდგან. როგორც დეფაქტო აფხაზეთის მთავრობის კულტურის მინისტრმა განაცხადა, არსებობს საარქივო მასალები, რომელიც მოიცავს 1991-93 წლებს, როცა ის მოხალისეებს აგროვებდა და რომელიც იყო მზადება დამოუკიდებელი სახელწმიფოს შექმნისთვის, მისი თქმით, ეს უნდა გახდეს მაგალითი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის. ასევე იგეგმება მისი სახელწოდების ჯილდოს დაწესება, გარდა ამისა, რუსეთის დაფინანსებით და რუსი კინემატოგრაფისტების მონაწილეობით ვლადისლავ არძიბმას შესახებ ფილმს გადაიღებენ, ფილმის გადაღებას ხელმძღვანელობს ვინმე ვლადიმერ ზანთარაია.
დღეს ამავე თათბირზე სოხუმში ჩამოვიდნენ რუსეთის ტურიზმის დეპარტამენტისა და რუსეთის წამყვანი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც დეფაქტო პრეზიდენტთნ შეხვედრის შემეგ დახურულ კარს მიღმა განიხილეს იმ ტურისტული ობიექტების გადმოცემასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიც არის რიწა, ახალი ათონი და ა.შ. საუაბრი ეხებოდა მათი მხრიდან ინვესტიციების ჩადებას. გარდა ამისა, მათ ობიექტების საკუთრებაში გადამის სურვილი გამოთქვეს, თუ ეს სოხუმში სკანდალისა და ხმაურის თემა არ გახდებოდა.
ამასთან ერთად, საუაბრია სასტუმრობის შესყიდვაზეც. თუმცა ამას ხაჯიმბასთან ოპოზიციაში მყოფი ბჟანიას პროტესტი მოჰყვა, სწორედ მან გაამჟღავნა ეს ინფრომაცია და აცხადებს, რომ ეს არის აფხაზეთის რუსეთიზაცია და რომ ამას შეგნებულად აკეთებს ხაჯიმბა. მისი განმარტებით, რუსეთმა გამოყო თანხა, რომლითაც იგეგმება სანაპირო ზოლის გაწმენდა და შეკეთება. ბჟანიას თქმით, ამხელა თანხის ჩადება რუსეთს უღირს, რადგან მიზანი ამის არის, რომ რუსეთის მიმართ მოსახლეობას ნდობა გაუჩნდეს და რომ მათ რუსული პასპორტები აიღონ, ამას ბჟანია რუსეთისთვის აფხაზეთის გადაცემას უწოდებს და მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მოპოვებული აფხაზეთის დამოუკიდებლოა დაიცვან, ბჟანიამ საგანგებოდ გამართულ დეფაქტო აფხაზეთის მთავრობის თათბირზე დასწრებაც მოითხოვა, სადაც ის არ დაუშვეს.
მასალის გამოყენების პირობები






