ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში "ქართული ოცნების" კოალიციის წევრების მხრიდან გაკეთებული ნატოს საწინააღმდეგო განცხადებების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ადამიანები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ გამოხატავენ და ევროატლანტიკურ სტრუქტურების მიმართ საქართველოს მოსახლეობის განწყობა კვლავ უცვლელი და პოზიტიურია. ალასანიას თქმით, მას ყველაზე მეტად სწორედ ხალხის აზრი აინტერესებდა და IRI- ს კვლევებმა მისი მოლოდინი გაამართლა.
"IRI-ს კვლევებიდან ყველაზე მეტად ეს მაინტერესებდა, იმისთვის, რომ დამედასტურებინა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილების უცვლელობა და მე დიდი სიამოვნებით ვეტყვი ჩვენ მეგობრებს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით მოსახლეობის დამოკიდებულება არ შეცვლილა. რაც შეეხება იმ პარტიებსა და პიროვნებებს, მე ვამბობ, რომ ისინი დინების საწინააღმდეგოდ ცურავენ," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






