„ფადი ასლი ვალდებულია, დაასახელოს შემოსავლების სამსახურის მიერ ბიზნესის რეკეტისა და შევიწროების თუნდაც ერთი მაგალითი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლად განვითარების საზიანოდ, მიზანმიმართულად მოქმედებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფადი ასლი ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს აკეთებს.
კონკრეტული ფაქტების გარეშე, მორიგი, უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებით, ფადი ასლი ცდილობს მოახდინოს 2012 წლის შემდეგ საქართველოში გაუმჯობესებული ბიზნეს გარემოს დისკრედიტაცია, რაც თავის მხრივ, უცხოელი ინვესტორების ინტერესებზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს. საკმარისია უკვე. იგი კარგა ხანს იყო ამოფარებული ამერიკის დროშას, მაშინ როდესაც არანაირი კავშირი არა აქვს აშშ სთან, თუ ამერიკულ ოფშორებში მის დარეგისტრირებულ კომპანიებს არ ჩავთვლით.
ჩემთვისაც და ჩემი ახლო მეგობრებისთვის, იგივე მისი ყოფილი მეგობრებისთვის და პარტნიორებისთვის კარგადაა ცნობილი ფადი ასლის ბიზნეს ეთიკის უსაზღვრო შესაძლებლობების და თავისებურებების შესახებ ( ყველაზე მსუბუქი შეფასება), ვიცით რისი გამკეთებელია და რაზეა წამსვლელი და ალბათ მოგვიწევს ამაზე ხმამაღლა საუბარი, რადგანაც იგი კვლავ განაგრძობს თავისი უსაფუძვლო განცხადებებით ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას.“- წერს ზვიად კვაჭანტირაძე.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






