ეკონომიკის მინისტრი განმარტებას აკეთებს, თუ რატომ გადაეცა უჩა მამაცაშვილის მფლობელობაში არსებულ კომპანიას ახელმწიფო ქონება ერთ ლარად.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კომპანიამ 45 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.
„მაკვირვებს ორმაგი სტანდარტი. პირდაპირი მიყიდვების პრაქტიკა და სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. შემიძლია კომპანიების სიაც წარმოგიდგინოთ, ვისაც ქონება პირდაპირი შეწყიდვებით გადაეცათ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ მომსწრე ვართ სპეკულაციებისა, თუ რატომ არ დებს ბიძინა ივანიშვილი უცხოური ვალუტით ინვესტიციებს, რომ გამყარდეს ეროვნული ვალუტა და ა.შ. ჩვენ მიერ გადაცემულ მიწაზე 45 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი, 100-ზე მეტი ადამიანი უკვე დასაქმებულია და 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელებულია. თუ ვინმე არა ამ პირობებით განახორციელებს სასათბურე ან სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებს, მთავრობა მზად არის ქონება გადასცეს სიმბოლურ ფასად და ამასთანავე მიუყვანოს გაზი, ელექტროენერგია, წყალი და გზა“, - განაცხადა კვირიკაშილმა.
რაც შეხება კომპანიას, კვირიკაშვილის თქმით, ის არის შვილობილი ორგანიზაცია თანაინვესტირების ფონდის.
„ეს არის ფაქტების სრული დამახინჯება. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ პროგრამა - "აწარმოე საქართველოში" და თანაინვესტირების ფონდი თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა. პარტიის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, ქალაქ გარდაბანში მდებარე ნაკვეთი პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში "საქართველოს სათბურის კორპორაციას" 1ლარად გადასცეს. "საქართველოს სათბურის კორპორაციის" 100%-იანი წილის მფლობელი შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებია" - ეს უკანასკნელი კი ივანიშვილის დისშვილ უჩა მამაცაშვილსა და თანაინვესტორების ფონდის გენერალურ დირექტორ გიორგი ბაჩანაშვილის ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები






