მთავრობა 2014 წელს გართულებულ სავიზო რეგულაციებს ისევ ამარტივებს
პოლიტიკა - 16:21, 24 Mar, 2015     1116

საქართველოს მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს ვიზების გაცემის პროცედურებისა და სავიზო რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. კანონში "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ცვლილებები შევა.

შესაბამისი კანონპროექტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

პროექტის მიხედვით, საქართველოს ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოების ჩამონათვალი იზრდება და დგინდება შესაძლებლობა, ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება უშუალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღოს. შესაბამისად, სადღეისოდ საქართველოს ვიზის გამცემ ორგანოებს - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობას და საკონსულო დაწესებულებას, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ორგანოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ემატება.

გარდა ამისა, საქართველოს ვიზის გამცემ ორგანოებთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი პროექტი ითვალისწინებს ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, იმ უცხოელებისათვის, რომელთა მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს, შესაძლებელია საქართველოს ვიზის გაცემა ან საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება იმ მესამე სახელმწიფოს მიანდოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსთვის. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს ვიზის გაცემის ან მისი გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედების განხორციელების პირობები შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით განისაზღვრება.

ამასთან, საქართველოს ვიზის გამარტივებულად გაცემის მიზნით, ელექტრონული ვიზების გაცემის უფლებამოსილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ენიჭება. კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე ელექტრონული ვიზა გასცეს, თუ ელექტრონული ვიზის მისაღებად საჭირო სავიზო განაცხადის წარდგენა სამინისტროს სპეციალური ვებვერდის – "ელექტრონული ვიზის პორტალის" მეშვეობით მოხდება.

"აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების დატვირთულობის შემცირებას, საქართველოს ვიზების ხელმისაწვდომობას, ასევე გაამარტივებს საქართველოს ვიზების მოპოვების პროცედურას", - აღნიშნულია კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.

კონკრეტული შემთხვევები, თუ რა კატეგორიის ვიზის გაცემა იქნება შესაძლებელი "ელექტრონული ვიზის პორტალის" მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

კანონპროექტით იცვლება საქართველოს ვიზის განმარტება - დგინდება, რომ საქართველოს ვიზა არის ნებართვა და არა აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც უცხოელს საქართველოში შემოსვლის, ყოფნის ან ტრანზიტით გავლის უფლებას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს აღნიშნული უცხოელის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები ან უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტი. საქართველოს ვიზის განმარტებაში კონკრეტდება ისიც, რომ საქართველოს ვიზა შეიძლება, გაიცეს სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანის გზით, ან ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ვიზა).

კანონპროექტით ახლებურად განიმარტება "მოწვევის" ცნებაც. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მოწვევაზე უფლებამოსილ პირებად ითვლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. პარლამენტში წარდგენილი პროექტით კი, მოწვევის ცნება უფრო ფართოდ განისაზღვრება და მოიცავს წერილობითი შუამდგომლობის შემცველ ნებისმიერ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი დასტურდება.

კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42