მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი.
ამის შესახებ განცხადება „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლებმა გააკეთეს.
მათი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში ინფორმაცია მერიიდან შევიდა და საუბარია ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებაზე.
„საქალაქო სამსახურმა მოგვწერა, რომ ეს ქმედება იყო დანაშაული და საქმე შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა. რადგან ფაქტი ამ სამსახურმა დანაშაულებრივ ქმედებად ცნო ბატონი მერი ვალდებულია ამ ადამიანს უფლებამოსილება შეუწყვიტოს“, - აცხადებენ „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრში“.
შეგახსენებთ, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი კახაბერ ბუსკივაძე გეგი ნიჟარაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფაში და მუქარაში ადანაშაულებს. საუბარია 29 იანვარს გასაუბრებაზე მომხდარ ინციდენტზე.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






