„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა.
ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა ამ საქმეების წარმართვისას გამოვლენილი დარღვევების და პრობლემების იდენტიფიცირება.
„დემოკრატიული ინიციატივი“ დასკვნით, ხშირ შემთხვევაში გამოძიებას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, რომ მიაღწიოს აღკვეთის ღონისძიების სახით პარიმრობას. ეს ორგანიზაციას უჩენს ეჭვს პოლიტიკური მოტივაციის შესახებ.
„საუბარია, სავარაუდო პოლიტიკურ მოტივაციაზე, რომელიც გამოიკვეთა ამ საქმეების წარმოებისას. იცით, რომ ჩვენი საერთაოშიროს პარტნიორები მერამდენე თვეა ახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან პოლიტიკური ოპონენტების დევნა თავიდან უნდა აირიდოს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ შესწავლილმა საქმეებმა გამოავლინა მთელი რიგი სისტემური პრობლემები“, - განაცხადა „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივის“ ხელმძღვანელმა გიორგი ტუღუშმა.
შეგახსენებთ, ორგანიზაციის იურისტებმა შეისწავლეს მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, ივანე მერაბიშვილის, ბაჩანა ახალაიას, თენგიზ გუნავას, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და სხვათა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მასალები.
მასალის გამოყენების პირობები






