C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანა აპრილში მოხდება- მინისტრი პაციენტებს აფრთხილებს
პოლიტიკა - 12:31, 24 Mar, 2015     1777
C ჰეპატიტის სამკურნალო პროექტზე ხელშეკრულებას ხელი 21 აპრილს მოეწერება, ამასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, მედიკამენტის პირველი მსხვილი პარტიის შემოტანა ხელშეკრულების ხელმოწერიდან უახლოესი დღეებში მოხდება, პირველი პარტია 5 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზას მოცავს და მათი მიწოდება იმ პაციენტებზე მოხდება, რომელთაც კლინიკური მდგომარეობის გამო ყველაზე მეტად სჭირდებათ.

"რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, ამას ხელმოწერის დღეს გაგაცნობთ ყველას, ვგულისხმობ ამ მედიკამენტებთან მიწვდომადობას. თუმცა, კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ ეს ბევრად უფრო მიწვდომადია, ვიდრე ნებისმიერი პრეცედენტი. მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობას, ის პაციენტები, ვინც მკურნალობას დაიწყებენ და ზოგადადა C ჰეპატიტის მქონე პაციენტები, ძალიან კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულები და გაცნობირებული უნდა ჰქონდათ, რომ მკურნალობა არ ნიშნავს, რომ ღვიძლის ფუნქცია მყისიერად და სრულად დაუბრუნდება თავის საწყის მდომარეობას. ეს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა გაიგეს რა ამ მოსალოდნელი პროექტის შესახებ, იმ რეჟიმს და თავის მოვლას საერთოდ თავი დაანებეს. ბევრი კონკრეტული შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა იმის იმედით, რომ ახლა მკურნალობას დაიწყებენ, საერთოდ ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე, ღებულობენ ალკოჰოლს, საერთოდ არ იცავენ ძირითად საბაზო პრინციპებს. ხაზი მინდა გავუსვა ყოველი დრამატიზირების გარეშე, რომ კატეგორიულად მიუღებელია და მათი ასეთი დამოკიდებულება ამ დაავადებისადმი არის ფატალური მიდგომა და ძალიან დიდი რისკების შემცველი", - განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკოს განცხადებით ინფექციის კონტროლზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პაციენტის მხრიდან ძირითადი საბაზო წესების დაცვაა. მინისტრმა მედიას ამ გზავნილის მაქსმიმალურად გავრცელებისკენ მოუწოდა.

მინისტრი C ჰეპატიტით დაავადებულ პირებს მოუწოდებს, მკურნალობის დაწყებამდე დაიცვან წესები, არ მოიხმარონ ალკოჰოლი და ზედმეტი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.

"ის პაციენტები, ვინც დაიწყებენ მკურნალობას, ძალიან კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ მკურნალობა არ ნიშნავს, რომ ღვიძლის ფუნქცია სრულად და მყისიერად დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას, ეს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა გაიგეს ამ მოსალოდნელი პროექტის შესახებ და რეჟიმს, თავის მოვლას თავი დაანებეს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მალე დაიწყებენ მკურნალობას და საერთოდ ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე, ღებულობენ ალკოჰოლს, არ იცავენ საბაზო პრინციპებს. კატეგორიულად მიუღებელია და ასეთი დამოკიდებულება ამ დაავადებისადმი არის ფატალური შედეგების მომტანი. მათ უნდა დაიცვან ის ძირითადი საბაზო წესები, რაც არის მოწოდებული ამ დაავადების დროს. კატეგორიულად მიუღებელია ალკოჰოლის, ტკივილგამაყუჩებელების ზედმეტად გამოყენება, არასწორი კვება.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ანტივირუსული მკურნალობის პროექტი დადასტურებულად დაიწყება, პროექტს ხელი მოეწერება 21 აპრილს და უახლოეს დღეებში დაიწყება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძირითად თავის მოვლის წესებზე უარი თქვან, ეს არის ფატალური რისკების შემცველი ქმედება",-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მკურნალობა ახალი თაობის პრეპარატით "სოფოსბუვირით" განხორციელდება. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში C ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანია დაავადებული, თუმცა არ არის გამორიცხული, რეალური ციფრი გაცილებით დიდი იყოს.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42