„ქართული ოცნების“ რიგებს სამგორის გამგეობის თანამშრომელი ლაშა ცანავა ტოვებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცანავამ განმარტა, პარტიის დატოვების მიზეზი მის მიმართ სუს-ის მხრიდან განხროციელებული ზეწოლაა.
მისი თქმით, ზეწოლა სუს-მა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ სამგორის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნათლულია, დიპლომი არ ჰქონდა.
„როგორც კი მე გამოვაააშკარავე, რომ მას არ ჰქონდა დიპლომი ჩემს მიმართ დაიწყო ზეწოლა. კერძოდ სუს-ის ხელმძღვანელი მირიან მჭედლიშვილი და მისი ძმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი, მალხაზ მჭედლიშვილი ყოველდღე ითხოვდნენ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებას და მაიძულებდნენ დამეწერა განცხადება. ჩემზე ზეწოლა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. თბილისის მერი დავით ნარმანია არის უუნარო, მერია სუს-ის ერთ-ერთი დანაყოფია. ნარმანია ვერანაირ პროცეს ვერ აკონტროლებს, რადგან მერიას მართავენ მირიან მჭედლიშვილი, მისი ძმა მალხაზ მჭედლიშვილიდა მათი ე.წ ოდეერი ვიცე-მერი გია სოლომონია, რომელიც ყოველდღიურად ითხოვს ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებას. მოუწოდებ სახალხო დამცველს და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას დაიცვან ჩემი უფლებები“, - განაცხადა ცანავამ.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






