მინისტრთა კაბინეტის წევრებს ჯერჯერობით არ მიუღიათ გადაწყვეტილება, დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში.
განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა შესაძლოა მისი მივლინების თარიღს დაემთხვეს. ამიტომ ზუსტად ვერ ამბობს, მოუსმენს თუ არა პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში.
„ვერ გეტყვით, ჯერ დაზუსტებული არ მაქვს. თუმცა მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა საინტერესო იქნება. ამავე დროს მიწევს საზღვარგარეთ მივლინება, დასაზუსტებელი მაქვს თარიღები. ამის შემდეგ შევძლებ, რომ ჩამოვყალიბდე შევძლებ თუ არა წასვლას“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
სპორტისა და ახაგაზრდობის მინისტრი ეთანხმება სანიკიძეს, რომ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა საინტერესო იქნება, თუმცა მისი თქმით, გადაწყვეტილება დასწრების შესახებ გუნდურად იქნება მიღებული.
„პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ გუნდური პრინციპით ვმოქმედებთ, შესაბამისად გადავწყვეტთ როგორ ვიმოქმედებთ. ეს გადაწყვეტილება მომავალში იქნება მიღებული“, - განაცხადა ყიფიანმა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, კი პარლამენტში მისვლის შესახებ გადაწყვეტილებას უახელოს დღეებში, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით მიიღებს.
„პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა ძალიან ნათელი განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას შეუძლია დაესწროს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე სხვა შტოს წარმომადგენელი. რაც შეხება იმას დავესწრები თუ არა პირადად მე გამოსვლას, ეს განისაზღვრება უახლოეს დღეებში, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით“, - განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებ, პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 31 მარტს წარდგება.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






