ენმ-ს განცხადებით, ქართულმა ოცნებამ პროგრამა - "აწარმოე საქართველოში" და თანაინვესტირების ფონდი თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა. პარტიის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, ქალაქ გარდაბანში მდებარე ნაკვეთი პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში "საქართველოს სათბურის კორპორაციას" 1ლარად გადასცეს. "საქართველოს სათბურის კორპორაციის" 100%-იანი წილის მფლობელი შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებია" - ეს უკანასკნელი კი ივანიშვილის დისშვილ უჩა მამაცაშვილსა და თანაინვესტორების ფონდის გენერალურ დირექტორ გიორგი ბაჩანაშვილის ეკუთვნის. როგორც ვაშაძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა "აწარმოე საქართველოში"-ს გამოყენებით ორმილიონნახევრის ღირებულების უძრავი ქონება ერთ ლარად ჩაიგდო ხელში.
„2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის #1477 დადგენილებით პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავიქონების) საკადასტრო კოდი - 81.15.20.316) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაციას“ (ს/კ 404469865).
სს,,საქართველოს სათბურის კორპორაცია“ 2014 წლის 3 აპრილსაა რეგისტრირებული და დღეის მდგომარეობით მისი 100% წილის მფლობელი შპს „ჯი სი ეფ პარტნიიორებია“. თავის მხრივ „ჯი სი ეფ პარტნიორის“ მფლობელები 50-50% ბიძინა ივანიშვილის დისშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილია, ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა.
ფაქტობრივად მოსახლეობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ ბიძინა ივანიშვილმა არა თუ არ დააბანდა საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი თანხები, არამედ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გამოყენებით ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორ მილიონ ნახევარის ღირებულების უძრავი ქონება.“- განაცხადა ვაშაძემ.











მასალის გამოყენების პირობები






