პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლასთან დაკავშირებით მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევის თაობაზე პარლამენტს დღეს ოფიციალურად მიმართა.
„მოგახსენებთ, რომ ა.წ. 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. გთხოვთ, ხსენებულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოიწვიოთ საქართველოს მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები, ასევე ოფიციალური და საპატიო სტუმრები, რომლებიც ტრადიციულად ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც ხელს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აწერს.
შეგახსენებთ, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა 31 მარტს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები






