თავდაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანი ირწმუნება, რომ ჯარისკაცების უფლებები დაცულია და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გრძელდება.
ამის შესახებ რატიანმა 43-ე ქვეითი ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო ცდილობს სამხედროებს ჯარში მაქსიმალური პირობები შეუქმნას.
„მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჯარისკაცების უფლებების მაქსიმალურად დაცულია. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ასევე ვმუშაობთ ჯარში გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ჩვენ ვცდილობთ ჯარისკაცებს მაქსიმალური პირობები შეუქმნათ“, - განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, 43-ე ბატალიონის ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიაში მონაწილე 43-ე ბატალიონის გაცილების ცერემონიალი ცოტა ხნის წინ გაიმართა გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგადაც მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






