საგრიმიოროების, სცენების, კულისებისა და გასახდელების მომსახურებთვის დედაქალაქის მერია ტენდერს აცხადებს. რა მიზნით ცხადდება ტენდერი უცნობია. დედაქალაქის მთავრობა ამისთვის 153 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.
სატენდერო ხელშეკრულებაში წერია, რომ „საჭიროების შემთხვევაში პრეტენდენტს უნდა შეეძლოს ერთდროულად 5 ადგილას ასაწყობი ტიპის სცენით მომსახურების გაწევა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 24 საათის განმავლობაში. სცენით ან/და სცენებით მომსახურების ვადა შემსყიდველის მიერ განისაზღვრება ღონისძიების ფორმატის შესაბამისად“.
736 ათასი ლარის დახარჯვას კი მერია კომპიუტერული სისტემის განახლებაზეც ზრუნავს და შესაბამისი ნივთების შეძენისთვის დახარჯავს.
ტენდერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერიაში არ უპასუხეს. მერის მოადგილემ დღეს მხოლოდ ის პროცედურა განმარტა, თუ როგორ გეგმავს მერია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას 2015 წლის ბიუჯეტში.
„ამის შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ ფინანსთა სამინისტროს. საკრებულოსაც გადაუგზავნით ამ ინფორმაციას, მას შემდეგ, რაც ცვლილებათა პაკეტი 2015 წლის ბიუჯეტში ჩვენს მიერ იქნება წარდგენილი“, - განაცხადა მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ.

მასალის გამოყენების პირობები






