"რატომ გვიხდის ბიძინა ივანიშვილი ფულს?" - ეკა ნიჟარაძე საზოგადოების კრიტიკას პასუხობს
სოც.მედია - 20:40, 23 Mar, 2015     18429

მსახიობი ეკა ნიჟარაძე "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე გადაღებული ფოტოს შემდეგ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

''აი, როგორც იქნა მეც მოვიცალე მათთვის, ვინც 21 მარტს დილიდან, გვიან ღამემდე კარგად გაერთო. საინტერესოა 22- ში რითი დაკავდნენ?.. ვგულისხმობ იმათ, ვინც "ჰა ჰა ჰა-"ს თანხლებით სრულიად მოურიდებლად ბევრი საზიზღრობა დაწერეს აქ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს რაღაცებზე.

ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა, ზოგს აინტერესებდა აფთერფართი სად გვაქვს...

არ მოგნიშნავთ, იმიტომ, რომ ვიცი, წაიკითხავთ და ძალიან კარგად მიხვდებით ვის ვგულისხმობ. აი, ზუსტად ისე, როგორც მე მივხვდი.

ახლა კი ერთი მარტივი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ რატომ გვიხდის ბიძინა ივანიშვილი ფულს?

1) იმიტომ, რომ მეცენატია და ბევრი წლის წინ გაუჩნდა სურვილი გარკვეული კატეგორიის და პროფესიის ადამიანებს დაეხმაროს (რისთვისაც ჩვენ მადლობლები ვართ) თუ იმისთვის, რომ მისი ყურმოჭრილი მონები ვიყოთ და მიუხედავად განსხვავებული აზრისა, მაიც ვერ ვბედავდეთ ხმის ამოღებას?!

2) მე მგონი "მეგობრებო" თქვენ ძალიან, ძალიან ცუდი წარმოდგენის ყოფილხართ მასზე! თქვენი მიმოწერიდან გამოდის, რომ ქრთამს გვაძლევს, გვყიდულობს!

ჩვენ ქვეყანაში კი , ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება!

2) ჩემი და ჩემი მეგობრების აზრი და პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცის (ვინმე ღვთისნიერი მიაწვდენდა ხმას), რის შემდეგაც მას თავისუფლად შეეძლო შევეყვანეთ "შავ სიაში" და მოეხსნა დაფინანსება, რომელიც ნახევარ საქართველოს გულზე ადგას.

"როგორ თუ ამ "ბოზებს" უხდიან და ჩვენ ვინც სახე დავიხოკეთ, აყროლებულ გალიებში თვეები გავატარეთ, გადავაგდეთ ძველი, სისხლიანი მთავრობა და მოვიყვანეთ ახალი, მაღალი ღირებულებების მქონე და არც არაფერს არ გვიხდიანო!"

მართლაც საშინელი უსამართლობაა, მაგრამ ჩვენ მისთვის არაფერი გვითხოვია ასე, რომ პრეტენზიები სხვა მისამართზე გაუშვით!

ბუნებრიავია, აქ აღარაფერს ვწერ წვრილმანებზე როგორებიც არიან: უმრავლესობის დეპუტატი ვინმე ოთარ ჩრდილელი და კიდევ სრულიად გაუგებარ ხალხზე, რომლებმაც დაბომბეს ჩემი ინბოქსი.

კიდევ ერთი, ვისაც გული ერევა დრამინა და ცივი წყალი დალიოს ან წამშალოს ფრენდებიდან, თორემ თუ სადმე შემხვდებით სიტყვებით "ოქრიკო" "რა ლამაზი ხარ" "ძააან მიყვარხარ" და ა.შ შეიძლება უკვე მე ამერიოს გული,'' - წერს სოციალურ ქსელში ეკა ნიჟარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42