პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ არჩეულ თანამდებობის პირებს პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების უფლება ყოველგვარი მოწვევის და თხოვნის გარეშე აქვთ.
ამის შესახებ უსუფაშვილმა პარლამენტის მიმართ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანო გამოსვლას მაღალ დონეზე ჩაატარებს.
„სხდომაზე დასწრების უფლება ყოველგვარი დამატებითი ნებართვების, მოწვევის და თხოვნების გარეშე აქვთ იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც დანიშნული ან არჩეული არიან პარლამენტის მიერ. ამ დღესაც თითოეულ მათგანს ინდივიდვალურად თუ კოლექტიურად აქვთ საშუალება იმისა, რომ პარლამენტში მობრძანდნენ. ჩვენ მათ დავხვდებით, თუკი ისინი მობრძანდებიან. ადგილები საკმარისი გვაქვს და თუკი ვინმე მობრძანდება, ყველას ადგილს მივუჩენთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობილია, რომ პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოთხოვნით 31 მარტს წარდგება.
მასალის გამოყენების პირობები






