ერთ კვირაში გახდება ცნობილი რა ფორმატით წარსდგება პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ორ შესაძლო ფორმატს - ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლას და დებატებს, რომელიც იმართება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით პოლიტიკური დებატებისთვის დადგენილი წესით. ერთერთი არის სავალდებულო. მე შემოგთავაზეთ პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილება ორშაბათს მივიღოთ. თუ გნებავთ მანამდე გაცვალეთ კიდევ აზრებითქო. თუ ვინმე თვლის, რომ დღეს გვინდა გადაწყვეტილების მიღება და ვსვამთ კენჭისყრაზე, მე ვალდებული ვარ დავსვა ეს კენჭისყრაზე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს წარდგება.
მასალის გამოყენების პირობები






