საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:54, 23 Mar, 2015     3593

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშეს ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოს მთავრობაში გამოიყოს კონკრეტული პირი ისრაელი ინვესტორებისთვის.

ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მსურს გამოვეხმაურო ისრაელელი ინვესტორის - მეირ შავიტისა და მისი კომპანიების გახმაურებულ საქმეს. ჩემს მიზანს არ წარმოადგენს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შეჭრა, თუმცა კატეგორიულად ვეწინააღმდეგები კომპანიებში საგამოძიებო სამსახურის რამდენიმეთვიან ყოფნას, რაც ბიზნესზე ზეწოლის განხორციელების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. ამასთან, მიმაჩნია, რომ ბიზნესისადმი და მით უფრო უცხოელი ინვესტორისადმი, ასეთი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლებისა და პირადად პრემიერ-მინისტრის მიერ ბიზნეს ფორუმებზე არაერთგზის გაცხადებულ პრინციპს, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ ინვესტორთა დაცვისა და ხელშეწყობის გარანტორი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ინვესტორს ქვეყნიდან წასვლა ვაიძულოთ და იმედი გვქონდეს, რომ მის ადგილს შემდეგ სხვა ინვესტორები დაიკავებენ, მაშინ როდესაც არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც პირადი ინვესტიციების დიდ დეფიციტს განიცდიან.

იმ შემთხვევაში, როდესაც კანონი ორგვარად განმარტების შესაძლებლობას იძლევა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის ბიზნესის სასიკეთოდ იქნეს გამოყენებული, რადგან ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესი ერთია და კმაყოფილი ინვესტორი წარმატებულ ეკონომიკას ნიშნავს. არსებული ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია, საქართველოს მთავრობაში კონკრეტული პიროვნების გამოყოფა, რომელიც ისრაელელი ინვესტორებისთვის, მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, იქნება საკონტაქტო პირი, რომელსაც ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე შეეძლება საჭირო უწყებებს ინვესტორების პრობლემები და ინტერესები გააცნოს.

საკონტაქტო პირის დახმარებით ამ უწყებების მხრიდან რეაგირებაც უფრო სწრაფი იქნება, შესაბამისად საკითხი არ გახდება პრესის მხრიდან კრიტიკისა და საზოგადოებრივი განხილვის საგანი. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრაქტიკა უკვე დანერგა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. ქვეყანაში არსებული დაუსრულებელი გარდამავალი პერიოდები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ინვესტიციების შემოდინებაზე. ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაცია, შევინარჩუნოთ თითოეული ინვესტორი. სწორედ ამით ვაშენებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერ ეკონომიკურ ხიდებს. წლების მანძილზე უზარმაზარი ენერგია ჩავდეთ ამ მიმართულებით, მსგავსი შემთხვევები კი, რომელიც მრავალი კვირის მანძილზე ტრიალებს მედიაში და კონკრეტული უწყებების მხრიდან გამოხმაურებას ვერ ჰპოვებს, უარყოფითად აისახება არსებულ პოტენციალზე და ქვეყანაში უკვე შემოსული ინვესტორების სამომავლო გეგმებზე. მჯერა, რომ ამ საკითხზე ჩემ მიერ პრემიერ-მინისტრისადმი, ირაკლი ღარიბაშვილისადმი დღეს გაგზავნილი მიმართვა და უკვე აპრობირებული მეთოდის შეთავაზება არ დარჩება რეაგირების გარეშე", - ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42