პოლიტიკური კრიზისი, გაშიფრული ივანიშვილის ყალბი დაპირებები და ნდობადაკარგული ქართული ეკონომიკა - გია ნოდია
პოლიტიკა - 17:05, 23 Mar, 2015     3065
ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი გია ნოდია აფასებს. როგორც პოლიტოლოგი „ნიუპოსტთან“ ამბობს, მთავრობას განვითარების გეგმა არ გააჩნია, რის გამოც საზოგადოებაში წინსვლის მოლოდინი გაქრა.

„კრიზისი ძლიერი სიტყვაა, მაგრამ განვითარების შენელებასთან ნამდვილად გვაქვს საქმე და საზოგადოებასაც დაეკარგა მოლოდინი და კომპასი, რომ რაიმე მიმართულებით ვვითარდებით. მთავრობას არ აქვს რაიმე გამოკვეთილი ხედვა საკითხებზე. ის მოვიდა, როგორც წინა მთავრობასთან დაპირისპირებული, რაც თავისთავად ნორმალურია, მაგრამ მისი რიტორიკა რჩება წინა მთავრობასთან დაპირისპირებულობაზე ორიენტირებულად“.

გია ნოდიას განმარტებით საზოგადოებაში ყველაზე მაღალი უნდობლობა ივანიშვილის და მისი გუნდის ცრუ დაპირებებმა გამოიწვია. მისთვის გაურკვეველია, რომ არა ე.წ. „გარე ფაქტორი“, რა კონკრეტული ნაბიჯები და რეფორმები განახორციელა ხელისუფლებამ და რის საფუძველზე უნდა ყოფილიყო „მესამე წელი კარგი“?!

„ცხადი გახდა, რომ ის დაპირებები, რომლითაც ივანიშვილი და ეს მთავრობა მოვიდა იყო არჩევნების მოგებაზე გათვლილი და მათი შესრულება შეუძლებელი იყო და არც შესრულდა, მაგრამ რისკენ მიჰყავს ხელისუფლებას ქვეყანა გაუგებარია. განცდა, რომ დაპირებები არ შესრულდა და მოგვატყუეს, უკვე არსებობს. მთავრობამ უნდა იმართლოს თავი რაღაცით და ისინიც იმართლებენ თავს გარე ფაქტორებით, მაგრამ ივანიშვილის დაპირება თუ რატომ უნდა ყოფილიყო მესამე წელი კარგი, ამ გარე ფაქტორების გარეშე, რა კონკრეტული ნაბიჯები და რეფორმები განახორციელა ხელისუფლებამ, ეს არ ჩანს. ივანიშვილი ადრე ამბობდა, რომ დაპირებები არა მარტო შევასრულეთ, არამედ გადაჭარბებით შევასრულეთო და ეს იყო ბოლო დრომდე ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა, ახლა რაკი ხედავენ, რომ ეს მომგებიანი არ არის, რიტორიკა შეცვალეს და აცხადებენ, რომ ჩვენ კი ვერ შევასრულეთ, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი კი არა გარე ფაქტორების ბრალიაო. ეს, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში უნდობლობას ჰბადებს,“ - ამბობს პოლიტოლოგი.

გია ნოდიას თქმით უახლოეს მომავალში ლარის კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნების ნიშნები არ ჩანს, რადგან ლარი შედარებით ნელა, მაგრამ ისევ აგრძელებს ვარდნას.

„ბოლო რაც მოიფიქრა ხელისუფლებამ იყო პრივატიზაცია, ამ ქმედებებიდან ჩანს, რომ ისინი ბაძავენ წინა ხელისუფლებას, მაგრამ ამ ნაბიჯებით მიაღწევენ წარმატებას თუ არა, გაურკვეველია. შენობების პრივატიზაცია ცუდი არ არის, მაგრამ რადგან ქართული ეკონომიკის მიმართ ნდობა მაღალი არ არის, კარგი მყიდველის პოვნა გართულდება,“- აცხადებს ექსპერტი.

რაც შეეხება კრიზისული სიტუაცის დაძლევას და ქვეყნის განვითარებისთვის მასტიმულირებელ ფაქტორს, გია ნოდია ასეთ გამოსავალს პარლამენტის ძალთა ბალანსის შეცვლასა და „ქართული ოცნების“ წმენდაში ხედავს.

,,მთავრობის იმპიჩმენტი მთლად სწორი ტერმინი არ არის, მთავრობა საპარლამენტო პრინციპით მუშაობს, რაშიც იგულისხმება ის, რომ პარლამენტში უნდა შეიცვალოს ძალთა ბალანსი ისე, რომ ვინც დღეს მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ამ კონკრეტულ კაბინეტს, მათი განწყობა შეიცვალოს. საქართველოს პარლამენტში დაახლოებით იგივე უნდა მოხდეს, რაც აჭარის უზენაეს საბჭოში, რისი გამორიცხვაც არ შეიძლება, მაგრამ წინასწარმეტყველება, რომ ასე მოხდება, ძალიან ძნელია, - განაცხადა გია ნოდიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42