„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, მისი გუნდი იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ ალასანიამ ბრიუსელში განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით შესვლას აპირებენ.
„ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ხალხი დააშინონ ერთმანეთით. ამიტომ საქართველოს და ჩვენს მომავალს არც ერთი არ სჭირდება, საქართველოს არ სჭირდება დაბრუნება სააკაშვილის წარსულში. იქ მოსული ხალხი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვიდა, ძირითადად გამოხატავდა იმ სულისკვეთებას რაც მთელ საქართველოშია, რომ უმოქმედობამ ქვეყანა უკან დახია. აქედან გამომდინარე, „თავისუფალი დემოკრატები“ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ხალხს და ჩვენს ქვეყანს სჭიდრება. მალე ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმის პრეზენტაცია გვექნება და ამასთან შესაბამისად ჩვენი დღის წესრიგით შევალთ პარლამენტში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ნაციონალების“ ინიციატივას მხარს არ დაუჭრთ“, - განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






