ვიცე-პრემიერის კახი კალაძის თქმით, არც ერთ დესტრუქციულ ჯგუფს არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყნის წინსვლას ხელი შეუძალოს.
ამის შესახებ კალაძემ 21 მარტის აქციის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალებს“ სურდათ ხალხის სახელით ესაუბრათ, მაგრამ მოსახლეობამ ამის საშუალბა არ მისცა.
"არ არსებობს ქვეყანაში არც ერთი დესტრუქციული ჯგუფი და ვაი პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებს ხელი შეუშალოს ქვეყნის წინსვლას. რამდენიმე დღის წინ "ნაციონალურ მოძრაობას" იმის იმედით, რომ ხალხი გულმავიწყია, ეყო თავხედობა და მიტინგის საშუალებით, მოსახლეობის სახელით სცადა ესაუბრა, თუმცა მოსახლეობამ მას შესაბამისი პასუხი გასცა. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რომელიმე კონკრეტულმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ და პოლიტიკურმა ლიდერმა გაბედოს და დააშინოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, დაატეროროს მოქალაქეები და დააჩმოროს ჩვენი ქვეყნის ჩვეულებრივი ადამიანები. ეს დრო არასდროს აღარ დაბრუნდება“, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






