ქვეყანას აქვს რეალური შანსი, რომ მიიღოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება - გვენეტაძე
პოლიტიკა - 14:02, 23 Mar, 2015     1097

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თქმით, ქვეყანას აქვს რეალური შანსი, რომ მიიღოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება.

ამის შესახებ გვენეტაძემ თანამშრომლებთან მისი წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქე თავს დამოუკიდებლად უნდა გრძნობდეს, და ხელისუფლების განცხადებებმა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოახდინოს.

„სასამართლო დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება არის ის უმთავრესი მიზანი, რომლისთვისაც თქვენ იღწვოდით და ერთიანი ძალისხმევით მოგვიწევს ამაზე ფიქრი. ქვეყანას აქვს რეალური შანსი, რომ მიიღოს მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. უზენაესი სასამართლოს კედლები ჩემთვის უცხო არ არის. მე გავიარე სამოსამართლეო უფლებამოსილების პერიოდი, ასევე განვლე ბრძოლის გზა, რომელმაც თქვენთან დამაბრუნა. შევეცდები საზოგადოების მოლოდინი სიმართლის დასადგენად და სამართლიანობის დასამკვიდრებლად, თქვენთან ერთად გავამართლო", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მან სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ცვლილებები აუცილებელი იქნება.

"ბუნებრივია, კანონის ფარგლებში განხორციელდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს დასჭირდება. რაც შეეხება ცვლილებას, ამას შემდგომში გაცნობებთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალურად წარადგინა.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42