ტოვებს თუ არა საქართველოს და სად იმუშავებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე?!
პოლიტიკა - 13:31, 23 Mar, 2015     2327

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს სამომავლო გეგმები გაანდო.

როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, ის ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. რაც შეეხება თუ სად და რა დარგში განაგრძობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავჯდომარე მოღვაწეობას, ამაზე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ მას ევროპის საბჭოდან შეთავაზება აქვს მიღებული.

"მე საქართველოში ვარ - უნივერსიტეტში და ასევე ევროპის საბჭოდან გარკვეული შემოთავაზება მაქვს, ვნახოთ", - განაცხადა კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავჯდომარის წარდგენის დასრულების შემდეგ.

უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის წარდგენაზე ინსტიტუტების მდგრადობისა და მემკვიდრეობითობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღეს ჩვენ კიდევ ერთ სერიოზულ საკითხს – ინსტიტუტების მდგრადობას და მემკვიდრეობითობას ვუსვამთ ხაზს. ბატონი კოტეც დღეს ჩვენთან ერთად არის და ამით ნათლად ვაჩვენებთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს, ვაგრძელებთ ინსტიტუციურ მემკვიდრეობას და საქართველოში ის, რაც მოხდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როდესაც მოხდა მშვიდობიანი ცვლა პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ეს არ იწვევს რყევებს.

ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა შეხედულებები, მაგრამ მთავარია ჩვენი სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, ვაძლიერებთ მის ინსტიტუტებს. ინსტიტუტების გაძლიერება ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ კოტეს მობრძანებისთვის; მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს თაობათა ცვლა, ერთი თავმჯდომარე მიდის, მეორე მოდის, მაგრამ ინსტიტუტი რჩება და ეს არის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42