საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-ცხინვალს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადაგმულ ნაიჯად აფასებს.
ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არ მისცეს რუსეთს ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება.
"ამ ხელშეკრულების ხელმოწერა არის ის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. მომხდარი ფაქტი, აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, წარმოადგენს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას. ამას ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ფართო ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციის სოციალურ-ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და რაც მთავარია, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში”, - განაცხადა კერესელიძემ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






