პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქართული სასამართლოს ისტორიაში იდგმება ძალიან მტკიცე ნაბიჯი, რომ სასამართლო ემსახურებოდეს ადამიანს და მის ინტერესებს.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის წარდგენისას განაცხადა.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო დაფუძნდება.
„ლარის კურსის დაჭერა, კრიმინალთან ბრძოლა, დასაქმება, საქართველოს იმიჯის განმტკიცება და ასე შემდეგ ჩვენი საქმეა, სასამართლო ამ ყველაფერზე მაღლა დგას. ერთადერთი ინტერესი, რომელიც სასამართლოში არის წარმოდგენილი კანონი და სამართალია. მჯერა, რომ დღეს ჩვენ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯს. ქართული სასამართლოს ისტორიაში იდგმება ძალიან მტკიცე ნაბიჯი. ამ სახელმწიფოში სასამართლო ემსახურებოდეს ადამიანს და მის ინტერესებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






