„სააკაშილს მე დავპირდი, ნიურბერგის პროცესს მოგიწყობ- მეთქი და ამ პირობას აუცილებლად შევუსრულებ!“- აცხადებს ხაინდრავა.
ხაინდრავას თქმით სერიების ზუსტი რაოდენობა არავინ იცის, ამასთანავე რეჯისორის განცხადებით უკვე დაწყებულია სასცენარო პერიოდი და კასტინგები, რომელზეც ცნობილი მსახიობებიც და უბრალო ადამიანებიც მიდიან.
„ჩვენ ფილმს არ დააკლდება არც ერთი კრიტერიუმი, რაც სერიალს სჭირდება: სახეზეა დრამაც, ტრაგედიაც, აბსურდიც, დეტექტივიც, გროტესკიც, ეროტიკაც... რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ მსოფლიო დონის სერიალის შექმნა? “- აღნიშნავს ხაინდრავა და ამასთანავე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმათან დაკავშირებით, რომ ფილმში ენტონი ჰოპკინსი და ნიკოლას ქეიჯი მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა სხვა უცხოელი მსახიობების მოწვევას არ გამორიცხავს .
ხაინდრავას თქმით, სცენარის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი სამსონაძეა, ხოლო საბოლოოდ სცენარისტთა ჯგუფი 6 ადამიანით დაკომპლექტდება.
ხაინდრავა სერიალის ბიუჯეტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბოლოო ბიუჯეტი ჯერ არ არის დადგენილი თუმცა ხაინდრავას თქმით ბიუჯეტი „ცოტა ნამდვილად არ იქნება“.
რეჟსორის განცხადებით ჯერჯერობით სერიალის მუსიკა და სახელწოდება შერჩეული არაა:
„ჯერჯერობით მუსიკა არ შემიკვეთია, თუმცა ხმები უკვე მესმის... კადრებსაც ვხედავ. ვხედავ სიმაღლიდან ღამით გადაღებულ გლდასნის ციხეს და იქიდან ნაწამები პატიმრების ხმები მესმის. მუსიკა ამ ხმებს უნდა მიესადაგოს.“- აცხადებს ხაინდრავა.
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






