პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენის ცერემონიას კოტე კუბლაშვილიც ესწრებოდა. გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას უზენაესი სასამართლო თავმჯდომარეობის თოთიეულ კანდიდატს მადლობა გადაუხადა.
„გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ უკვე ოფიციალურად განწესებული სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობა ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო და ეს იყო გაკეთებული მიზანმიმართულად იმისთვის, რომ აგვემაღლებინა სასამართლოს ავტორიტეტი და განგვემტკიცებინა ის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელსაც ემსახურებით თქვენ. ამ მართლა ღია პროცესის შედეგად ჩვენ დღეს გვყავს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, რომელსაც მე წარმოგიდგენთ მომავლის დიდი იმედით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობას დღეიდან შეუდგება.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






