"მარშუტკით" მგზავრობის გაძვირების წინააღმდეგ მერიას ორი ბეკეტის გამოყენება შეუძლია- აბესაძე
პოლიტიკა - 10:52, 23 Mar, 2015     457

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე სამარშუტო ტაქსით მგზავრობის ტარიფის შესაძლო გაზრდის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ტარიფი მართლაც გაიზრდება, მერიამ უნდა მოახდინოს სუბსიდირება და ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს.

როგორც, აბესაძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, იმ შემთხევაში თუ მერია სწორად დაგეგმავს ბიუჯეტს და მოახდენს გარკვეული ხარჯების შემცირებას, შესაძლებელია ქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ სფეროში დამატებითი ხარჯების საკუთარ თავზე აღება შეძლოს.

„არ ვიცი რამდენად საფუძვლიანია ინფორმაცია, რომ კომპნია აპირებს გაზარდოს ტარიფი, მაგრამ თუ ასე მოხდა, თბილისის მერიამ სუბსიდირებით უნდა აიღოს საკუთარ თავზე და მოსახლეოამ ეს გაძვირება არ უნდა იგრძნოს. ყველაფერი დამუკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად უნარიანად დაგეგმავს თბილისის მერია ბიუჯეტს ე.წ „ქამრების შემოჭერის“ ფარგლებში. სამწუხაროდ, საკრებულოში ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი მსჯელობა არ ყოფილა, ასე რომ დაველოდებით თუ რას შემოგვთავაზებს თბილისი მერია, ან ჩვენ თვითონ მივუთითებთ, თუ რა ხარჯები უნდა დაიზოგოს, რომ მოხდეს მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების გაწევა.

თბილისი მერიას აქვს ორი ბერკეტი, ერთი რომ თავად ბიუჯეტიდან გაწიოს კომპენსაცია და დააწესოს შეღავათები მგავრობაზე, მეორე, მან დაასაბუთოს კომპანიის მოთხოვნის უსაფუძვლობა, ყველაფერი დამოუკიდებულია მერიის უნარზე, რამდენად შეძლებს მოლაპარაკების წარმოებას და რამდენად შეძლებს საბიუჯეტო სახსრების გონივრულ გადანაწილებას, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობამ არ იგრძნოს.

შეგახსენებთ, სამარშუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი“ კატეგორიულად უარყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, აპრილის თვიდან მიკრო ავტობუსებით, ე.წ. ყვითელი "მარშუტკებით" მგზავრობის საფასური იზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42