რას გულისხმობს ივანიშვილი? - ზურა კიწმარიშვილი ექს-პრემიერის "არაობიექტურმა" განცხადებამ დააეჭვა
პოლიტიკა - 10:57, 23 Mar, 2015     2951

ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას არაობიექტურს უწოდებს, სადაც ექსპრემიერმა ეროსი კიწმარიშვილი არაობიექტურობაში დაადანაშაულა.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ზურა კიწმარიშვილმა განაცხადა, მისი ძმა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერეოდა.

„მე ამ მოსაზრებაში ბატონ ბიძინა არ ვეთანხმები. ყველას გახსოვთ, როდესაც იყო საუბრები „მაესტროს“ მუშაობასთან დაკავშირებით, იქ ყველა აღნიშნავდა, რომ კონკრეტულად ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც იმ დროს მართავდა „მაესტროს“, რედაქციის მუშაობაში არ ერეოდა. ის შეფასება, რომ „მაესტრო“ მართული იყო და მას ეროსი კიწმარიშვილი მართავდა, არაობიექტურია.

რაც შეეხება მის განცხადებას, რომ „ჩემი მოსვლის შემდეგ ის გავიდა „მაესტროდან“, საინტერესოა რას გულისხმობს ივანიშვილი? სად მოსვლის შემდეგ? ბატონი ბიძინა ჯერ ხელისუფლებაში არ იყო მოსული, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი გავიდა „მაესტროსთან“. როგორ მოხდა ეროსის გასვლა ტელეკომპანიიდან, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის შეფასებული სათანადოდ. სამწუხაროა, რომ მთავარი მოქმედი პირი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მე ვფიქრობ საზოგადოებას ამ საკითხზე სწორი ინფორმაცია აქვს. მათ იციან, რომ ეროსი კიწმარიშვილი არაკორექტულად იქნა „მაესტროდან“ „გასული“. როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვიდა, იმ მომენტში თუ მას „მაესტროს“ მიმართ პრეტენზია ჰქონდა, ეს პრეტენზია ვერ იქნებოდა ეროსი კიწმარიშვილის მიმართ, რადგან ეროსი მაშინ აწარმოებდა არხის მენეჯმენტს და არა - სარედაქციო პოლიტიკას. ახლანდელი გადასახედიდან, კიწმარიშვილსის მოხსენიება, როგორც „მაესტროს“ არაობიექტურობის შემქნელისა, არასწორია, ეროსი „მაესტროში“ იყო მენეჯერის ფუნქციებით. მან ყველაფერი გააკეთა, რომ კარგად ყურებადი ყოფილიყო“, - განაცხადა კიწმარიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ მართული იყო.

„ ეროსი კიწმარიშვილი ჩემი მოსვლის შემდეგ ძლივს გავიდა „მაესტროდან“ და სადაც ეროსი კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ილაპარაკო ობიეტურობაზე“, - აღნიშნა ივანიშვილმა.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42