ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას გამორიცხავს.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
თუმცა აქვე დასძენს, რომ ზაფხულში შესაძლოა ეროვნული ვალუტა შედარებით გამყარდეს.
„ძალიან რთულია ამის თქმა, თუმცა, ძველ ნიშნულზე ლარის კურსის დაბრუნებას გამოვრიცხავ.… შესაძლოა, ზაფხულში უფრო დასტაბილურდეს ვითარება და ლარი გამყარდეს. თუმცა, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად რა იქნება უკეთესი - არ დავუშვათ ლარის გამყარება, იმავე დონეზე დავტოვოთ თუ სხვა, ამას ეროვნული ბანკი გადაწყვეტს. შემოდგომის ვითარება კი დიდად არის დამოკიდებული ჩვენ გარშემო პოლიტიკური სიტუაციის განვითარებაზე. თუმცა, მნიშვნელოვან რყევებს ნამდვილად აღარ ველოდებით. ჩვენ გარშემო ქვეყნებსა და მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ჩვენი ვალუტის გამყარების შედარებითი მაჩვენებლები უნდა იძლეოდეს საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისთვის, ექსპორტის წახალისებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






