უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის საქმიანობას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, მათი დახმარება პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია.
„მრჩეველთა ჯგუფი აკეთებს სწორ შეფასებას და აქცენტს იმ საქმეებზე, რომელიც წინა ხელისფულების დანაშულებრივი ქმედებების შემცველია. მათი დახმარება პროკურატურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მათი ექსპერტიზა და რეკომენდაციები საყურადღებოა, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით წარიმართებოდეს ეს საქმეები,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფ,ა რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავარ პროკურორს განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და არკადი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






