მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს - ,,ხალხი თავის სიტყვას იტყვის“
პოლიტიკა - 15:57, 22 Mar, 2015     2735
,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციასა და მომავალ პოლიტიკურ მიზნებზე ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ,,მეხუთე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე ჩატარებული აქციის მასშტაბები უკრაინულ მაიდანს შეადარა.

"ეს მიტინგი თავისი მასშტაბით, საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში რეკორდული იყო. აქ მოვიდნენ ადამიანები ყოველგვარი ფულის და დამატებითი სტიმულის გარეშე. ისინი უბრალოდ მოვიდნენ, რომ გამოეხატათ საკუთარი უკმაყოფილება და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა. მე ვფიქრობ ისინი ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ. დღევანდელი მიტინგი იყო ძალიან ცივილიზებული, მშვიდობიანი და მე ეს ძალიან მახარებს. იმიტომ, რომ მე ბრიუსელიდან ჩემს მეგობრებთან ერთად ასეთი რამის ორგანიზება შემიძლია, ასეთ მასშტაბების. თუ ამას უკრაინის მასშტაბებს შევადარებთ, ეს პარქტიკულად მაიდანი იყო“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია.

,,სიტუაცია ასეთია, რაშიც გვადანაშუალებენ, სინამდვილეში ვერაფერი ვერ იპოვეს. ბევრს ხმაურობდნენ ამ თემაზე, მაგრამ ეს რუსული პროპაგანდა იყო. აბსოლუტურად არანორმალური,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა რუსულ საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, სადაც ხშირად საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციას გეგმავს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტს თავად გადაცემის წამყვანმა ჰკითხა.

,,მე ვფიქრობ რომ ხალხი თავის სიტყვას იტყვის“ - აღნიშნა სააკაშვილმა, მისი თქმით, პარლამენტში განსხვავებული კონფიგურაცია იქნება. ექსპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველმა ძალამ პარლამენტში მოსყიდვით შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. სააკაშვილმა ქვეყნის უკანსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაჩერდა ქვეყნის განვითარება, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იყო დაწყებული. ,,თუმცა ყველაფერი ბევრად უფრო მალე დალაგდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42