მისივე თქმით, თავად უწყების შიგნით ამაზე საუბარი და პროტესტის გამოხატვა შეუძლებელია, რადგან მსგავსი ქმედების გამო ერთ-ერთი თანამშრომელი დაითხოვეს სამსახურიდან. ბაზიშვილმა მისი ვინაოდბის დასახელებისგან თავი შეიკავა.
სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციელი, რუსლან ბაზიაშვილი, მის დაპატიმრებას არ გამორიცხავს.
,,გივი თარგამაძეს მე ვიცნობ 10 წელია და მას ვენდობი. ბოლოს ვსაუბრობდით ლავას-ოღლიზე და რამაზ დევაძეზე, სისტემატიური ხასიათი რაიმე ინფორმაციის გაცემას არ ჰქონია“ - აცხადებს ბაზიშვილი.
რუსლან ბაზიაშვილი სარჩელის სასამართლოში შეტანას გეგმავს და საკუთარ მოქმედებაში კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავს - ,,მე საზოგადოების ყურამდე სიმართლე მივიტანე“.
ბაზიშვილი სასამართლოს სარჩელის შეტანასაც აპირებს.
ბაზიაშვილი შსს-დან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაათავისუფლეს. სამინისტროს ხელმძღვანელობა მას ედავება გივი თარგამაძისთვის არასაჯარო ინფორმაციის მიწოდებას. საუბარია საზღვრის კვეთის მონაცემებზე, რომელიც ბათუმში პოლიციის მკვლელობის საქმეს უკავშირდება და ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, ე.წ. კანონიერო ქურდები მონაწილეობდენ და ხელისუფლება მათ მფარველობს. ბაზიაშვილის საქმეს პროკურატურაც სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები






