ვაშაძის თქმით, საჭიროა ხელისუფლებაში დროულად მოვიდეს განათლებული ძალა, რომელიც განავითარებს ქვეყანას.
„დღეს 10 ათასობით ადამიანი შეიკრიბა ხელისუფლებისთვის იმის სათქმელად, რომ უნდა დასრულდეს ის მავნებლობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას სჭირდება მომავალი, ამისთვის საჭიროა ხელისუფლებაში მოვიდნენ განათლებული ადამიანები, რომლებიც განავითარებენ ამ ქვეყანას. ჩვენი გზავნილი ხელისუფლების მისამართით არის, რომ გადადგნენ და დასრულდეს ქვეყანაში აარფორმალური მმართველობა, რაც ანგრევს სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს. აქციები გაგრძელდება, ვიმუშავებთ რეგიონებში და შეიქმნდება უნიათობის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტები“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა. აქციას ბრიუსელიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ჩაერთო.
მასალის გამოყენების პირობები






