უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის თქმით, დღევანდელმა დღემ აჩვემა, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და ადამიანის უფლებები დაცულია.
როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლებამ აქციის მშვიდად ჩასატარებლად ყველაფერი გააკეთა.
„რომელ 50 ათასზეა საუბარი, 12 ათასზე მეტი ადამიანი იქ არ იყო. მთელი საქართველო დაიარეს, მემგონი ადამიანებს ფულიც უხადეს. ამის გარდა იცით, როგორი სარეკლამო რგოლები და მობილიზება ჰქონდათ. ფაქტია, რასაც მოუყარეს თავი სულ ეს იყო. მათ დაძახილზე ნორმალური საზოგადოება იქ არ მივა. იქ მივიდნენ მათი პარტიის წევრები. მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. ყველა ადამიანს აქვს უფლება აზრი გამოხატონ. დავაზუსტებ, იქ იყვნენ თავისი ოჯახის წევრები, ასევე მერაბიშვილის და ახლააიას წევრები, მათი კოორდინატორები და „თავისუფალი ზონის“ წევრები. საზოგადოება იქ არ მოსულა. ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ უთხრა არა და ეხლა მათ დაძახილზე იქ საზოგადოება იქ არ მივიდოდა“, - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






