საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს უფრულისკენ რუსი ოლიგარქი მიაქანებს.
ამის შესახებ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში შექმნილ ვითარებას ყველა ხედავს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის გარდა.
"ივანიშვილის ტყუილები არ იჭმევა. ივანიშვილის ოცნებას ხალხისთვის ხეირი არ მოაქვს. მთავრობამ, რმელმაც ხალხის დიდი ნდობა მიიღო, სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ეს ნდობა გაფლანგა და ახლა გაკოტრებულია მთელი მსოლიოს თვალში. ეს მთავრობა თავის ტყუილებში გაიხლართა. ტყუილი აღმოჩნდა მისი ყველა დაპირება. ტყუი იყო დაპირება დენის და გაზის ტარიფის გაიაფებაზე, ტყუილი იყო დაპირება უფასო ფულზე და კრედიტებზე, ასევე დაპირება, რომ რუსეთთანაც დაგვილაგებდნენ ურთიერთობას და ნატოშიც შეგვიყვანდნენ. ახლა საკითხი დგას ასე - ქვეყნის ან ტყუულებით გამბერავ ოლიგარქს როდის გავუშვებთ და დავიხსნით თუ არა ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






