დავით დეფი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა იქნება.
„ქვეყანა რომ განვითარდეს და დიდებით შეიმოსოს, რომ გათავისუფლდეს ილუზიებისგან, ტყუილებისგან და ოცნებისგან ამისთვის საჭიროა პროგრესის უნივერსალური იდეა, რომელიც ხელისუფლებას არ გააჩნია. მე ვფიქრობ შექმნილი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი მინისტრთა კაბინეტის სრული გადადგომა იქნება, ასევე პრემიერ-მინისტრის გადადგომა თანამდებობიდან.
საჭიროა იმ ცნობიერების ნაკადის თავიდან ამუშავება, რომელიც ამ მთავრობამ შეაჩერა. თუ ცნობიერების ნაკადი კვდება, ჩერდება დრო და ნებისმმიერი რამ, რაც ამოძრავებს ადამიანს პროგრესისკენ. რაც არ ვითარდება ის არ ცოცხლობს, რაც არ ცოცხლობს ის კვდება, ასე მოკვდა საქართველოში ამ ხელისუფლების მოსვლის დღიდან პროგრესი. თავისუფლება არის ის ინსტიქტი, რომელიც ჩვენ გვამოძრავებს და რისთვისაც ჩვენ გავჩნდით, სხვა მისია ადამიანს არ გააჩნია,-განაცხადა დავით დეფიმ.
მასალის გამოყენების პირობები






