„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პირველი ინიციატივა პოლიტიკური შერიგება და ეკონომიკური ამნისტია იქნება.
ამის შესახებ ბაქრაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პირობას ვდებთ, რომ როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში პირველი ორი ინიციატივა, რომელსაც პირადად მე წამოვაყენებ იქნება ინიციატივა პოლიტიკური შერიგების და ეკონომიკური ამნისტიის შესახებ. ამ ქვეყანაში წერტილი უნდა დაუსვათ დაპირისპირებას და ზიზღს. თუ დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც მოსახლეობას ქვას უდებს ხელში და ეუბნევა წადი და სხვას ესროლეო, ჩვენ ვიქნებით მთავრობა, რომელიც პირველ ინიციატივად მიიღებს პოლიტიკური შერიგების ინიციატივას. ჩვენ დაუსვამთ წერტილეს დაპირისპირებას და ქვების სროლას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






