„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ყოფილი მაღალჩინოსნები ესწრებიან. ისინი საუბრობდნენ იმაზე, თუ რა ხდება სახელმწიფო უწყებებაში მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. აქციაზე იმყოფებოდნენ ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე, საკებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი.
მურთაზ ზოდელავა: „აუცილებელია, რომ ადამიანებმა გამოთქვან პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ყოველი წევრი იხდის ფასს იმისთვის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ეს არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მავნებლური პოლიტიკა და ეს ყველაფერი აისახება საქართველოს თითოეულ ადამიანზე“.
კოტე გაბაშვილი: „სახელმწიფო ღირებულებების დევალვაცია, ინსტიტუების მოშლა, მძიმე ეკონომიკური პრობლემები, მძიმე პოლიტიკური გაურკვევლობა საგარეო პოლიტიკას ვგულისხმობს - კრიტიკულ ზღვარს მიაღწვია უკვე მთავრობის მავნებლობამ“.
ზაალ სამადაშილი: „მათ არ შეუძლიათ ქვეყნის მართვა. მათ აკლიათ კვალიფიკაცია და კომპეტენცია. მათ რიგებში სრული უპასუხისმგებლობა სუფევს, ქვეყანა კულისებიდან იმარტება, ამიტომ მთავრობა უნდა გადაგეს“.
დავით კირკიტაძე: „მნიშვნელოვანია რომ მთელი საქართველო ჩამოვიდა თავისუფლების მოედანზე რათა თავისი ხმა გააგონონ რუს ოლიგარქს. დროა დაიწყოს თავისი დაპირებების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი საქართველო მას გაუშვებს“.
მასალის გამოყენების პირობები






